Sunday, 3 June 2018

დღეს დავასრულეთ  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ტრენინგი, გავეცანი სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობას,ვფიქრობ,  განსაკუთრებით საინტერესო და აუცილებელია თანამედროვე პედაგოგისთვის მისი გამოყენების სფეროების ცოდნა,  უპირატესობის გააზრება, რათა გაკვეთილი იყოს უფრო საინტერესო და მოსწავლეები- უფრო მოტივირებულნი.  გავიარე საოფისე პროგრამები: ვორდი, ექსელი, პაუერპოინტი, ექსელში მუშაობა და ტექსტურ რედაქტორში კომენტარების გაკეთება სიახლე იყო ჩემთვის, აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეთა შეფასებისას.  ტრენინგზე მიღებული გამოცდილებით შევძლებ სასწავლო რესურსების შექმნას, მოსწავლეებისთვის გაზიარებას. ვისწავლე ბლოგის შექმნა,რომელზეც განვათასებ ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ამსახველ მასალას, შევქმნი ტესტთა ბანკს, დამეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის წარმართვაში.მივიღე ინფორმაცია სასარგებლო-საგანმანათლებლო ბმულების შესახებ, რომელთა საშუალებითაც შევძლებ ინტერაქტიური სავარჯიშოების, კომიქსების,სქემებისა და სურათებით სლაიდების შექმნას. ვფიქრობ, გაკვეთილს საინტერესოს და მოსწავლეებს მოტივირებულს გახდის იუთუბის ვიდეოების ,ფილმების, ანიმაციების გამოყენებით.საკმაოდ საინტერესო, საჭირო და მრავალფუნქციურია გოგლდრაივი,  ინფორმაციის შენახვა- გაზიარების თვალსაზრისით. ამ კომპეტენციის გაღრმავებას ვაპირებ დაგეგმილი პროექტის განხორციელებისას. უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას!!! ტრენინგზე მომავალ შეხვედრამდე!!!

No comments:

Post a Comment